9:04 PM “რეალი” ჰალკის გადმობირებას ცდილობს | |
![]() მადრიდის "რეალს” გონსალო იგუაინის მოშორება მკაცრად განუზრახავს და მის შემცვლელსაც არანაკლებ აქტიურად ეძებს. ადრე ედისონ კავანის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა ამ ბოლო დროს მედია "ზენიტის” შემტევ, ბრაზილიელ ჰალკზეც აქტიურად საუბრობს. გავრცელებული ხმების მიხედვით, ფეხბურთელის აგენტი პირადად დაუკავშირდა მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას. თუკი საქმე გამოვა, "რეალს” 40 მილიონი ევროს გამზადება მოუწევს. ბრაზილიელი ფორვარდით "ჩელსიც” ინტერესდება, თუმცა, "რეალისა” არ იყოს, "პენსიონერებისთვისაც” მთავარ მიზანს კავანი წარმოადგენს. ასე რომ, რომელი კლუბიცურუგვაელს ვერ ჩაიგდებს ხელში, დიდი ალბათობით, ჰალკიც იქ აღმოჩნდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |