10:07 PM “რეალი”: გიუნდოგანი ალონსოს ნაცვლად | |
![]() ესპანელი ნახევარმცველის წასვლის შემთხვევაში, მადრიდელებს სურთ, მისი შემცვლელი ჰყავდეთ. შეგახსენებთ, ალონსოს მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან, მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები არ დაწყებულა. მიუხედავად "რეალის” ხელმძღვანელების ნათქვამისა იმის შესახებ, რომ ხაბის გუნდში დარჩენა გარდაუვალია, პრესა მაინც მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ესპანელი მოთამაშე სამუშაო ადგილს შეიცვლის. ახლა, ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "სამეფო კლუბმა” ილკაი გიუნდოგანის ტრანსფერის თაობაზე, მუშაობა დაიწყო. მადრიდელები მზად არიან გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, "ბორუსიას” 25 მილიონი ევრო გადაუხადონ. თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, უნდა თუ არა დორტმუნდელთა ხელმძღვანელობას, გუნდის კიდევ ერთ ლიდერთან განშორება. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |