7:33 PM
"რეალი" გიოთზეში 40 მილიონს იხდის



სამეფო კლუბი მზადაა გახმაურებული ტრანსფერი განახორციელოს.

ესპანური გამოცემა El Economista ამტკიცებს, რომ ზაფხულში დედაქალაქური კლუბი "ბორუსიის" 20 წლის ნახევარმცველის შეძენას შეეცდება. ისინი მზად არიან ახალგაზრდა პრესპექტიულ მოთამაშეში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ამ შემთხვევაში, "რეალს" სერიოზული კონკურენციის გაწევა მოუწევს მიუნხენის "ბაიერნთან", რომლებიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასევე არიან დაინტერესებულნი დორტმუნდელთა გარემარბის შეძენით.

შეგახსენებთ, მარიო გიოთზე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და ის თავისი ამჟამინდელი კლუბის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია.
 
ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: