10:36 AM “რეალი”: დი მარია არ იყიდება | |
![]() მადრიდული კლუბი არგენტინელი ნახევარმცველის სხვა კლუბში გაშვებას არ აპირებს. გასულ კვირას პრესაში გავრცელდა სიახლე იმის შესახებ, რომ დი მარიასთვის ერთდროულად რამოდენიმე ევროპული გრანდი იბრძვის, "ემიუს”, "მან სიტისა” და "პსჟ”-ს სახით. მადრიდული გრანდის ბანაკიდან წყაროები იტყობინებიან, რომ "ბლანკოსი” ანხელის გაყიდვას არ აპირებს. დი მარია, რომელმაც გასული წლის აგვისტოს თვეში "რეალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა, მადრიდში რჩება. ესპანეთის დედაქალაქში 25-წლის ნახევარმცველი 2011-წელს "ბენფიკადან” გადაბარგდა. დი მარიას "რეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2016-წლის ზაფხულამდე აკავშირებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |