10:14 PM
“რეალი” და “ტოტენჰემი” ბეილზე შეთანხმდნენ?



გარეტ ბეილის ტრანსფერი, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ოფიციალურად დადასტურდება.

იტალიური გამოცემა Sky Sport Italia იუწყება, რომ "რეალმა” და "ტოტენჰემმა”, "დეზების” ნახევარმცველის, გარეტ ბეილის ტრანსფერის საკითხთან დაკავშირებით, შეთანხმებას მიაღწიეს. ბოლო რამოდენიმე საათის განმავლობაში, მხარეების წარმომადგენლებმა პროდუქტიული საუბარი გამართეს და ფინანსური საკითხიც გადაწყვიტეს.

იტალიელი ექსპერტების აზრით, ინგლისური და ესპანური კლუბები 93 მილიონ გირვანქა სტერლინგზე (103 მილიონი ევრო) შეთანხმდნენ, და, გარდა ამისა, გარიგების ნაწილის სახით, ლონდონში "ბლანკოსის” პორტუგალიელი მცველი ფაბიო კოენტრაო გადაბარგდება. ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადება მხოლოდ დროის საკითხია.

გამომუშავებული ფულით, "ტოტენჰემი” რამოდენიმე ძლიერი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს. პირველი სამიზნე "ანჟის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ვილიანია, მეორე კი – "რომას” არგენტინელი ფორვარდი ერიკ ლამელა.

წყარო: Sky Sport Italia

ნანახია: 339 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: