5:07 PM
“რეალი” და “იუვენტუსი” იგუაინის ტრანსფერს განიხილავენ




უკვე დიდი ხანია, რაც ტურინული კლუბი არგენტინელი თავდამსხმელის შეძენით ინტერესდება.

არსებული ინფორმაციით, ძალიან მალე, "რეალისა” და "იუვენტუსის” წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ, რათა გონსალოს "ბებერ ქალბატონში” შესაძლო გადაბარგება განიხილონ. შეხვედრა უახლოეს დროში ტურინში უნდა შედგეს.

"იუვენტუსისთვის” იგუაინის ტრანსფერის განხორციელების მთავარი პრობლემა ამ გარიგების ფინანსური მხარეა. ინსაიდერების ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი” მზადაა არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. "რეალი” კი 30 მილიონზე მეტს ითხოვს.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში იგუაინმა ლა ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ მხოლოდ 16 შემთხვევაში ვიხილეთ მოედანზე "პიპიტა” სასტარტო შემადგენლობაში.

ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: