11:29 AM “რეალი” და “ჩელსი” – ფავორიტები რუნისთვის ბრძოლაში | |
![]() ბრიტანულმა პრესამ "ემიუს” ფორვარდს სატრანსფერო ფასიც დაადო და პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირებით, ჭორებიც გაავრცელა. უეინ რუნის მომავალი ჯერჯერობით 2013-წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ საიდუმლოდ ითვლება. პირველი კვირა არაა, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერის წასვლის შესაძლებლობას განიხილავენ, თუმცა, ამავდროულად, არსებობს ვარაუდი, რომ "შრეკი” "წითელ ეშმაკუნებთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს, და მხარეებს შორის კვლავ ყველაფერი დალაგდება. თუმცა, ჯერჯერობით, პრესა უეინის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, ჭორებს კვლავ ავრცელებს, და გარდა ამისა, "ემიუს” ლიდერის ხელში ჩაგდების მთავარი პრეტენდენტებიც კი სახელდება. როგორც ადრე, ამ სიაში მოწინავე პოზიციებს "ჩელსი” და მადრიდის "რეალი” იკავებენ. ლონდონელებს ის უპირატესობა გააჩნიათ, რომ რუნის ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ სურს მუშაობის გაგრძელება, თუმცა, თუ ფორვარდი კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას გადაწყვეტს, მისი ხელში ჩაგდების მთავარი ფავორიტი "რეალი” იქნება. სწორედ ამიტომ, "სამეფო კლუბმა” ამ ბრძოლაში შესაძლოა "ბარსელონასაც” აჯობოს, რომელიც, ზემოთნახსენები გრანდების მსგავსად, ბრიტანელის შეძენითაა დაინტერესებული. თუმცა, კატალონიელები სერიოზულ მოთამაშედ არ ითვლებიან, რადგან კლუბმა უკვე დახარჯა ნეიმარის ტრანსფერის განსახორციელებლად 50 მილიონი ევრო და შეტევის ხაზში კიდევ ერთი სერიოზული ტრანსფერის განხორციელება "კულეებისთვის” ძალიან ძვირი სიამოვნება იქნება. საინტერესოა, რომ რუნის ინგლისში არც თუ ისე ძვირად აფასებენ – "მხოლოდ” 25 მილიონ ფუნტ სტერლინგად, ეს თანხა კი "ჩელსისა” და "რეალისთვის”, წესით, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რომან აბრამოვიჩს და ფლორენტინო პერესს არც უეინის მაღალი ხელფასი შეაშინებთ, რომელიც კვირაში 250 ათას ფუნტს შეადგენს. წყარო: Daily Mail,Mirror | |
|
სულ კომენტარები: 0 | |