8:17 AM
“რეალი” და “ჩელსი” კონდოგბიასთვის იბრძოლებენ



"სევილიას” ფრანგი ნახევარმცველით რამოდენიმე ევროპული ტოპ-კლუბი დაინტერესდა.

ესპანური პრესა იტყობინება, რომ "ჩელსი” და "რეალი”, "სევილიისა” და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველისათვის, ჟოფრი კონდოგბიასთვის სერიოზულ ბრძოლას აწარმოებენ, რომელმაც გასულ სეზონში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა.

"ბლანკოსმა” 20-წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ერთხელ უკვე სცადა, თუმცა ოფიციალური წინადადება, ათი მილიონი ევროს ფარგლებში, ამისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ვარაუდობენ, რომ უახლოეს დროში "რეალი” ფსონს შესამჩნევად გაზრდის.

თუმცა, მადრიდელებს სერიოზულ კონკურენციას "ჩელსი” გაუწევს – უკვე ახლა "არისტოკრატები” მზად არიან კონდოგბიას სანაცვლოდ ათი მილიონი ევრო გადაიხადონ და გარდა ამისა, ანდალუსიელებს ორიოლ რომეუც დაუთმონ.

შეგახსენებთ, ადრე კონდოგბიას მიმართ ინტერესს "მანჩესტერ სიტი”, "ინტერი”, "მილანი” და "არსენალი” იჩენდნენ.

წყარო: Marca

ნანახია: 314 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: