10:23 PM “რეალი” და ანჩელოტი: კონტრაქტი მაგიდაზე დევს | |
![]() "რეალის” ერთ-ერთმა დირექტორმა, ხოსე ანხელ სანჩესმა, 3 დღე გაატარა ყატარში, სადაც "პსჟ”-ს მფლობელთან კარლო ანჩელოტის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპრაკებებს აწარმოებდა. ამ ინფორმაციას ისიც ადასტურებს, რომ გასულ უქმეებზე "რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კარლოს აგენტს შეხვდა, რათა იტალიელი სპეციალისტის პირადი კონტრაქტის დეტალები შეეთანხმებინა. სავარაუდოდ, მადრიდელები პარიზელებს ანჩელოტის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 8 მილიონ ევროს გადაუხდიან. მედიაში აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ "პარი სენ ჯერმენმა” უკვე მოძებნა ანჩელოტის შემცვლელი. მისი სახელია ანდრე ვილაშ-ბოაში, რომელცი ამჟამად ლონდონის "ტოტენჰემს” უდგას სათავეში. წყარო: Sport.es | |
|
სულ კომენტარები: 0 | |