5:28 PM “რეალი” ბენზემას ან იგუაინს გაყიდის | |
![]() როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდიდან ერთ-ერთი ცენტფორვარდი წავა. ფრანგული გამოცემა Le 10 Sport იტყობინება, რომ სამეფო კლუბის ხელმძღვანელები, ზაფხულში ერთ თავდამსხმელს გაყიდიან. "სანტიაგო ბერნაბეუს”, კარიმ ბენზენა ან გონსალო იგუაინი დატოვებს. ის ფაქტი, რომ ორივე მოთამაშის გუნდში ერთად ყოლა, კლუბისთვის ძალიან ძვირია. უფრო მეტიც, არცერთი მათგანი მწვრთნელთათვის შთამბეჭდავნი ნამდვილად არ არიან. მოგეხსენებათ, იგუაინი მიმდინარე სეზონში, დაზიანებებს ერთობ ხშირად იღებს. რაც შეეხება ბენზემას, ფრანგმა ამ სეზონში მხოლოდ რვა გოლი გაიტანა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდის "რეალი” ახალი მოთამაშეების შეძენას ეცდება. ფეხბურთელების ყიდვის სხვადასხვა კანდიდატურები არიან: რადამელ ფალკაო გარსია ("ატლეტიკო”), გარეტ ბეილი ("რეალი”), ედინსონ კავანი ("ნაპოლი”) და სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი”). | |
|
სულ კომენტარები: 0 | |