9:50 AM
“რეალი” ბეილს ხუთწლიან კონტრაქტს უმზადებს



გარდა ამისა, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "სამეფო კლუბი” ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს.

მედიის თანახმად, "ტოტენჰემის” ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა უელსელი გარემარბის შენარჩუნება შეძლონ. ისინი თანხის 150.000 ფუნტ სტერლინგამდე გაზრდას გეგმავენ.

თუმცა, ფლორენტინო პერესი გარეტ ბეილისთვის ხუთწლიანი ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებს. ფეხბურთელის ხელფასი "სანტიაგო ბერნაბეუზეც” იგივე იქნება, მაგრამ არსებობს შანსი იმისა, რომ მის ყოველკვირეულ ანაზღაურებას პრემიებიც დაემატოს.

შეგახსენებთ, ადრე არსებობდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უელსელი "დეზების” შემადგენლობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი ისინი უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ. სეზონის დასრულების შემდეგ, მათ მხოლოდ მეხუთე ადგილოსნობას მიაღწიეს.

წყარო: Daily Star

ნანახია: 302 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: