2:18 PM
“რეალი” ბეილის შეძენას უახლოეს დღეებში გეგმავს



მადრიდული კლუბი "ტოტენჰემის” შემტევი ნახევარმცველის შეძენას სერიოზულად უმიზნებს.

არსებული ინფორმაციით, "ბლანკოსს” გარეტის შეძენა 15 ივნისამდე სურს. თუ ამ დროის განმავლობაში "თეთრები” "დეზებს” ბეილის ტრანსფერთან დაკავშირებით ვერ შეუთანხმდებიან, მაშინ "რეალი” უელსელის გადაბირებას აღარ ეცდება.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა ბეილის სხვა კლუბში გაშვებას 60 მილიონ ფუნტ სტერლინგზე ნაკლებად არ აპირებს. საინტერესოა, რომ ჭორების თანახმად, "რეალი” მზადაა "დეზების” ფინანსური აპეტიტები დააკმაყოფილოს. თუმცა ბეილის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არც დაწყებულა (!), აღნიშნავს სანდო წყარო.

წყარო: Daily Star

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: