9:15 AM “რეალი” ანჩელოტის სანაცვლოდ 4,5 მილიონს გადაიხდის | |
![]() სწორედ ამ თანხას გადაუხდის მადრიდული გრანდი "პსჟ”-ს კომპენსაციის სახით. როგორც ჩანს, კარლო ანჩელოტის "პარი სენ ჟერმენიდან” "რეალში” გადაბარგების საგა დასასრულს უახლოვდება. ფრანგული პრესა იტყობინება, რომ კლუბებმა შეთანხმებას მაინც მიაღწიეს. ასე და ამგვარად, "რეალს” მოუწევს საფრანგეთის ჩემპიონებს კომპენსაციის სახით 4,5 მილიონი ევრო გადაუხადოს. როდესაც მადრიდელები ამ პრიობას შეასრულებენ, იტალიელი სპეციალისტი მაშინვე დატოვებს საფრანგეთს და ესპანეთს მიაშურებს. აქვე შეგახსენებთ, რომ პარიზში ანჩელოტის ადგილის დაკავების მთავარ პრეტენდენტად ამ დროისათვის უმუშევარ ლორან ბლანს მიიჩნევენ. წყარო: Lequipe | |
|
სულ კომენტარები: 0 | |