3:56 PM
"რეალი" ალონსოსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

იტყობინებიან, რომ მადრიდის "რეალი" სულ მალე მოლაპარაკებებს გამართავს კონტრაქტის განახლების თაობაზე ჩაბი ალონსოსთან.

ჩაბი ჟოზე მოურინიოს გუნდში საკვანძო ფიგურაა, ამიტომ პორტუგალიელ სპეციალისტს სურს, რომ ფეხბურთელი კიდევ უფრო დიდი ხნით დარჩეს კლუბში.

ესპანელი ნახევარმცველის კონტრაქტი 2014 წელს იწურება, მისი წლიური ხელფასი კი 3,5 მილიონს შეადგენს. თუ ფეხბურთელი ახალ პირობებს დათანხმდება, მაშინ შეთანხმება კიდევ ორი წლით გაგრძელდება, ხელფასი კი ერთი მილიონით გაიზრდება.

აქვე გეტყვით, რომ სტატისტიკურად მხოლოდ იკერ კასილასმა, რონალდუმ და სერხიო რამოსმა დაჰყვეს მოედანზე ჩაბი ალონსოზე მეტი.
 
ნანახია: 318 | დაამატა: RoM@N | ტეგები: რეალი ალონსოსთვის კონტრაქტის გახანგ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: