11:16 PM
“რეალი” ალკანტარასა და ისკოს გადაბირებას არ გეგმავს



მადრიდელები არც "ბარსელონასთან” და არც "მალაგასთან” მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.

ჭორების თანახმად, მადრიდის "რეალი” ინტერესს ორი ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველის მიმართ იჩენს, საუბარია 22-წლის ტიაგო ალკანტარასა ("ბარსელონა”) და 21-წლის ისკოზე ("მალაგა”). ორივე ფეხბურთელმა ამ ზაფხულს სამუშაო ადგილები უნდა შეიცვალონ – უკანასკნელის ხელში ჩაგდებისათვის ბევრი ევროპული გრანდი იბრძვის, ალკანტარა კი, რომელსაც "კულეების” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს, სათამაშო დროის მიღებას სხვა ადგილას გეგმავს.

თუმცა, "რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ყველა დაარწმუნა იმაში, რომ მისი კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ამ ფეხბურთელების შეძენას არ გეგმავს.

"ტიაგო – კარგი ფეხბურთელია. ვერ ვიტყვი, სურს თუ არა "ბარსელონას” მასთან განშორება. თუმცა გარწმუნებთ: "რეალი” არანაირი საიდუმლო თამაშის გამართვას ან ფეხბურთელთან შეთანხმების მცდელობას, შემდეგ კი უბრალოდ მისი გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებს. "ბარსელონასთან” ურთიერთობის გაუარესებას არ ვაპირებთ და თუ ჩვენ ამ კლუბის რომელიმე ფეხბურთელის შეძენა მოგვინდება, მაშინ სანდრო როსელთან გავმართავთ მოლაპარაკებებს”, – აცხადებს პერესი.

"კავანი და ისკო – ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც საკუთარი თავები მთელ მსოფლიოს გააცნეს და სავსებით ნორმალურია, რომ მათ მიმართ ინტერესს სხვადასხვა კლუბები იჩენენ. თუმცა, ჩვენ "მალაგას” ისკოს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით არ დავკავშირებივართ”.

წყარო: Punto Pelota

ნანახია: 416 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: