2:08 PM
“რეალი”: 55 მილიონი + იგუაინი = კავანი



ურუგვაელის ხელში ჩაგდებისათვის "ჩელსის” მცდელობებმა "რეალიც” "გამოაღვიძა”.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ჩელსიმ” ედინსონ კავანის სანაცვლოდ "ნაპოლის” 55 მილიონი ევრო შესთავაზა, დღეს კი ნეაპოლელებმა ამ თანხის მიღებაზე უარი განაცხადეს. ამან "რეალი” გააქტიურა, რომელსაც, "არისტოკრატების” მსგავსად, ურუგვაელი ფორვარდის შეძენა სურს.

ერთდროულად რამოდენიმე იტალიური გამოცემის ცნობით, "თეთრებმა” აურელიო დე ლაურენტისს ედინსონ კავანის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო და გონსალო იგუაინი უკვე შესთავაზეს, გარდა ამისა, თუ თავდამსხმელი მადრიდში წარმატებით იასპარეზებს, მაშინ ნეაპოლელები, ბონუსის სახით, გარკვეულ თანხას მიიღებენ. ახლა კი ესპანელები "ნაპოლის” ხელმძღვანელობის რეაქციას ელოდებიან.

შეგახსენებთ, იტალიური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავისი გუნდის ვარსკვლავს მხოლოდ 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდის და ამ თანხას ცენტსაც კი არ დააკლებს.

წყარო: Football Italia,Tuttosport,Cadena Ser,Sport mediaset

ნანახია: 312 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: