11:03 PM “რეალი”: 282 მილიონი ევრო 12 თავდამსხმელში | |
![]() 2000 წლიდან მოყოლებული, ანუ ის პერიოდი, როცა მადრიდის "რეალის” პრეზიდენტობის პოსტს ხან ფლორენტინო პერესი, ხან კი რამონ კალდერონი იკავებდა, "ბლანკოსის” უმთავრესი პრიორიტეტი უმაღლესი დონის თავამსხმელების ყიდვა იყო. სწორედ ამ დროს იყო პოპულარული გამოთქმა, რომელიც მადრიდულ გუნდს უკავშირდებოდა: "გოლი ფული ღირს”. სწორედ ამ 13 წლის განმავლობაში "მერენგება” ჯიბე ზუსტად 282 მილიონი ევროთი 12 თავდამსხმელის შესაძენად შეითხელეს. ამ პერიოდში იყვნენ ისეთი ფორვარდები, რომელთაც ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებიათ მადრიდის "რეალისთვის”. ასეთი იყო: სავიოლა, ადებაიორი. ასევე, დაახლოებით ასეთ ფეხბურთელთა სიას ბრაზილიელი რობინიოც მიეკუთვნება, რომელშიდაც "რეალის” მესვეურებმა 24 მილიონი ევრო გადაიხადეს. მიუხედავად იმისა, რომ ლათინო ამერიკელმა მადრიდელთა რიგებში სამ სეზონში ესპანეთის ორი ჩემპიონატი მოიგო, მან მხოლოდ 35 გოლი გაიტანა 132 მატჩში. მაგრამ, "რეალის” შემადგენლობაში იყვნენ ისეთი თავდამსხმელებიც, რომლებიც ციდან ვარსკვლავებს წყვეტდნენ. ასეთი იყო რობინიოს თანამემამულე ლუის ნაზარიო დე ლიმა, იგივე რონალდო, რომელშიც ‘თეთრებმა” 45 მილიონი ევრო გადაიხადეს. ბრაზილიელმა მოლოდინები გაამართლა და 177 მატჩში 104 გოლის გატანა შეძლო. "ბლანკოსის” ისტორიაში თავისი პროცენტული მაჩვენებლით საუკეთესოა კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელიც ამჯერადაც ირჯება "რეალში. ლაპარაკია კრიშტიანო რონალდოზე, რომელსაც უბრალოდ ამაზრზენი შედეგი აქვს: პორტუგალიელმა 199 მატჩში 202 გოლის გატანა შეძლო. წყარო:MARCA | |
|
სულ კომენტარები: 0 | |