5:29 PM რაული – ყატარის ჩემპიონი | |
![]() "რეალის” ლეგენდარულმა ფორვარდმა ახალი მწვერვალი დალაშქრა. "ბლანკოსის” ყოფილმა ფორვარდმა რაულ გონსალეს ბლანკომ ყატარის ჩემპიონატი ადგილობრივ კლუბ "ალ სადთან” ერთად მოიგო. "ალ ჰურაიტიატთან” (3:1) მოგებული შეხვედრის შემდეგ, "ალ სადი” ქვეყნის ჩემპიონი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გახდა. ასე რომ, რაულმა თავის კოლექციას ყატარის ჩემპიონის წოდებაც შემატა. "რეალის” შემადგენლობაში მან ექვსჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ – ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი. "შალკეს” შემადგენლობაში "თეთრების” ლეგენდამ გერმანიის თასი და სუპერთასის ტიტულები დაისაკუთრა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |