9:52 AM რაცი “ვესტ ჰემში” გადავა | |
![]() დონეცკის "შახტარის” მცველი, მომდევნო სეზონიდან "ჩაქუჩების” შემადგენლობაში იასპარეზებს. როგორც The Guardian იტყობინება, გამოცდილი რუმინელი მოთამაშე, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს და "აპტონ პარკზე” გადაბარგდება. მოსალოდნელია, რომ იგი კლუბთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და მისი ყოველკვირეული ხელფასი, 35.000 ფუნტი სტერლინგი იქნება. 31 წლის მცველის თამაშით, ასევე სერიოზულადაა დაინტერესებული "მარსელის” ხელმძღვანელობაც. თუმცა, რაცს ფინანსური თვალსაზრისით საფრანგეთში წასვლა არ ურჩევნია, რადგან ლონდონელებთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. არსებული ინფორმაციის თანახმად, რაზვან რაცის ტრანსფერი "ვესტ ჰემში”, ოფიციალურად მიმდინარე სეზონის ბოლომდე გამოცხადდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |