2:42 PM
რატომ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამედროვეობის ყველაზე უჩვეულო ფეხბურთელი?



დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ზლატან იბრაჰიმოვიჩის პოკერმა, და განსაკუთრებით ბოლო გოლმა ინგლისის ნაკრების კარში. რუსულმა ვებ-გვერდმა Sports.ru-მ შვედ ფეხბურთელზე საინტერესო მასალა გააკეთა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

გოლები

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნამდვილი "რეკორდსმენია" უჩვეულო, ამაღელვებელი გოლების გატანაში. საფეხბურთო კარიერის 13 წლის განმავლობაში იბრამ დაახლოებით 250 გოლი გაიტანა. იგი ერთნაირად შედეგიანი იყო ჰოლანდიაშიც, იტალიაშიც, ესპანეთშიც და იმ ქვეყნებში, სადაც შვედმა თამაში მოასწრო. იბრაჰიმოვიჩის ყველა გოლი ალბათ YouTube-საც არ "უნახავს", ამიტომ ობიექტურობას არ დავიბრალებთ და იმ გოლებს შემოგთავაზებთ, რომლებიც მთელ ტანზე გვბურძგლავს ჩვენც და ალბათ თქვენც.

ნაკრებში



"აიაქსში"



"ინტერში"



"იუვენტუსში"



"მილანში"



ისევ ნაკრებში



ეს კი იბრას საუკეთესო გოლები- 1999/2011.




სკანდალები

გუარდიოლასთან უთანხმოება

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონაში", გუნდში, რომელზეც ბავშობიდან ოცნებობდა, მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. ადგილობრივი გულშემატკივრების მეხსიერებაში იგი დარჩა, არა მხოლოდ "რეალის" კარში პირველი კლასიკოს დროს გატანილი დიდებული გოლით, არამედ რამდენიმე სკანდალით. მათგან მთავარი პეპ გუარდიოლასთან ჩხუბია. 

"ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მესიმ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში მოინდომა, მე კი მისი სურვილის მსხვერპლი გავხდი. გუარდიოლას ვუთხარი, რომ არასწორად მიყენებდა, შემდეგ კი რაღაც უცნაური დაიწყო, ის უბრალოდ იგნორირებას მიკეთებდა. ყველა მოთამაშეს ესალმებოდა, მე კი ყურადღებასაც არ მაქცევდა. ის თავის ფილოსოფიაზე საუბრობდა, მე კი ვუსმენდი. ეს იყო რაღაც სისულელე სისხლზე, ოფლზე, ცრემლზე და სხვა ასეთებზე", -განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

2010 წლეს იბრაჰიმოვიჩი "ბარსადან" "მილანში" გადაბარგდა, გამოსამშვიდობებლად კი განაცხადა: "თქვენ "ფერარი" შეიძინეთ, მაგრამ "ფიატი" გეგონათ".

სურათი პიკესთან


ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ხერარდ პიკეს ცნობილმა სურათმა, რომელიც ადგილობრივმა პაპარაცებმა გადაიღეს, მთელი სპორტული მედია მოიარა და მრავალი ჭორის საბაბად იქცა. ეს თემა "ბარსაში" დახურული იყო, შვედის იტალიაში გადაბარგების შემდეგაც კი. თავად ზლატანი კი სულაც არ აპირებდა ჩუმად ყოფნას და საჯაროდ ამბობდა: "მობრძანდით ჩემთან სახლში და ნახავთ როგორი გეი ვარ. თან თქვენი დაც გამოიყოლეთ".

რატომ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამედროვეობის ყველაზე უჩვეულო ფეხბურთელი?


საკისთან შეტაკება

"მილანის" შემადგენლობაში 3 მატჩის ჩატარებაც ვერ მოასწრო, რომ იბრა პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა ლეგენდარულ "როსონერის", არიგო საკის. "ოსერთან" მატჩის შემდეგ, რომელშიც თავდამსხმელმა დუბლი გაიფორმა, კრიტიკით უკმაყოფილო ზლატანმა განაცხადა: "ჯობია, საკიმ გაჩუმება ისწავლოს. თუ ჩემთან რამე სათქმელი აქვს, პირადად უნდა მითხრას და არა ტელევიზიაში. არავის აქვს ვინმეს გაკრიტიკების უფლება".



ჩხუბები





იუმორის გრძნობა

ჭკუიდან გადასულ შვედს არა მხოლოდ მეტოქეების, არამედ პარტნიორების ცემაც უყვარს. "მილანში" იბრაჰიმოვიჩისგან ანტონიო კასანოსა და როდნი სტრასერს ხვდებოდა, ნაკრებში- კრისტიან ვილჰელმსონს.



წასვლა და დაბრუნება ნაკრებში

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შვედეთის ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში ვერ გაემგზავრებოდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ დროებით მიდიოდა ნაკრებიდან, რადგან, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, საკმარის მოტივაციას ვერ გრძნობდა. თუმცა ერთი წლის შემდეგ, როცა ტურნირი დამთავრებული იყო, ზლატანმა მაინც გადაწყვიტა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება და ამის ერთ-ერთ ფაქტორად ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ჰამრენის დანიშვნა დაასახელა.

ავტომობილები

Maserati, Audi, Ferrari, Porsche, Lamborghini - იბრა მანქანებს უფრო ხშირად იცვლის, ვიდრე კლუბებს.

რატომ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამედროვეობის ყველაზე უჩვეულო ფეხბურთელი?


რატომ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამედროვეობის ყველაზე უჩვეულო ფეხბურთელი?


რატომ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამედროვეობის ყველაზე უჩვეულო ფეხბურთელი?


ტრანსფერები

კარიერის განმავლობაში იბრაჰიმოვიჩმა 7 კლუბი გამოიცვალა, ხოლო მისი საერთო სატრანსფერო თანხა 163,7 მილიონ ევროს შეადგენს. ეს მსოფლიო რეკორდია.

რატომ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამედროვეობის ყველაზე უჩვეულო ფეხბურთელი?


პირველად იბრა "მალმოდან" "აიაქსში" გადავიდა და ეს ტრანსფერი 6,4 მილიონი ევრო დაჯდა. ბოლო ტრანსფერი იყო "მილანიდან" "პსჟ"-ში -23 მლნ. ყველაზე გულუხვი "ბარსა" აღმოჩნდა. კატალონიელებმა 2009 წელს 69,5 მილიონი ევრო გადაიხადეს შვედის სანაცვლოდ(20 მილიონად შეფასებული სამუელ ეტო'ო შევიდა ამ ტრანსფერში), თუმცა მალევე ინანეს. 

რატომ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანამედროვეობის ყველაზე უჩვეულო ფეხბურთელი?


ციტატები

საკუთარი თავის მნიშვნელობაზე: "ტრავმირებული ზლატანი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ახალი ამბავია ნებისმიერი გუნდისთვის"

იმაზე, თუ რას უყიდის ცოლს დაბადების დღეზე: "არაფერს. მას ხომ ზლატანი ჰყავს".

იმაზე, თუ როგორ გახადა დავიტ ტრეზეგემ ძლიერი: "ის მაიძულებდა, არყის ბოთლები ერთი მეორის მიყოლებით დამელია. სააბაზანოში მეძინა. მაგრამ ახლა უკეთ ვუმკლავდები".
 
ნანახია: 341 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: რატომ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: