გორის "დილასთან” მინიმალური ანგარიშით გამარჯვების შემდეგ ვენის "რაპიდის” მთავარმა მწვრთნელმა ზორან ბარისიჩმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
თამაშის შესახებ რას იტყოდით?
„დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდნენ და ყველა ზონას კეტავდნენ, მაგრამ ვაკონტროლებდით თამაშს და ბურთის ფლობაც ჩვენს მხარეს იყო. მეორე ტაიმში ძალიან კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა არ გაგვიმართლა რომ მეორე ბურთიც გაგვეტანა. ძალიან ბევრი შრომა გავწიეთ, თუმცა მომენტები მაინც ვერ გამოვიყენეთ. დღეს აუცილებლად გვინდოდა მოგება და რაც მთავარია გოლი არ მივიღეთ საკუთარ კარში. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, თუმცა მემგონი სერიოზული არაფერია."
შეუძლია თუ არა გორის „დილას" შემტევი ფეხბურთის თამაში?
„როდესაც მათ სივრცე და დრო მივეცით, გამოჩნდა რომ შეუძლიათ შეტევაში კარგად თამაშიც. ძალიან რთული დავალების შესრულება მოგვიწევს საქართველოში. მართალია, დღეს ჩვენ ვთამაშობდით შემტევ ფეხბურთს, თუმცა ისე გამოვიდა, რომ კონტრშეტევიდან გავიტანეთ ეს ერთადერთი გოლი.
ამერიკის ნაკრების ფეხბურთელზე რას გვეტყვით, როდის იქნება მზად?
„რათქმაუნდა ეს ფეხბურთელი ძალიან დაგვაკლდა, რომელსაც ოპერაცია უკეთდება, მაგრამ შეიძლება ის თბილისში გასამართი მატჩისთვის მზად იყოს."
შორიდან დარტყმები არ შედიოდა თქვენს გეგმებში?
„რათქმაუნდა შედიოდა და ვცდილობდით კიდეც, თუმცა არ გაგვიმართლა."
„დილას" პრესსამსახური