10:13 AM “რაპიდის” მწვრთნელი: გორის “დილაზე” ბევრ ინფორმაციას ვფლობთ | |
![]() ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩის წინ, რომელსაც ვენის "რაპიდი” "დილასთან” დღეს გამართავს, ავსტრიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზორან ბარიშიჩმა განაცხადა, რომ მათი მთავარი ამოცანაა მეტოქეს შინ აუცილებლად მოუგონ. მისი თქმით, "დილა” "ასტერასზე” კარგი გუნდია, დაცვაში კარგად გამოიყურება და კონტრშეტევაზე სწრაფად გადადის. "გვსურს შინ მოვიგოთ პირველი მატჩი.”დილა” სავარაუდოდ კონტრშეტევაზე ითამაშებს, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი გუნდისთვის. ჩვენ საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვფლობთ გორელების შესახებ, ვიცით მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენი მიზანია ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვიასპარეზოთ. ამიტომ საქართველოში გამარჯვებულები უნდა ჩავიდეთ”, – განაცხადა ზორან ბარიშიჩმა. წყარო: Geosports.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |