როგორც, მოგეხსენებათ გუშინ ესპანეთში "სამეფო თასის" შეხვედრები გაიმართა. თავისი შეხვედრა ჩაატარა მადირიდის "რეალმაც" და დამაჯერებლადაც მოიგო. თუმცა, მადრიდელებისათვი ამ შეხვედრაში ერთი სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა. მატჩის 72 წუთზე, "სამეფო კლუბის" ცენტრალურმა მცველმა,ს ერხიო რამოსმა უხხეში თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის შედეგადაც მან მოედანი დატოვა. მატჩის არბიტრის განცხადებით, როცა ესპანელი ფეხბურთელი მოედანს ტოვებდა, მან მსაჯების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა.
"როდესაც, მადრიდელთა 4 ნომერი მოედანს ტოვებდა, იგი მომიბრუნდა და მითხრა:"შენ უსინდისო ხარ". როდესაც, იგი გასახდელისკენ გაემართა, მან ერთ-ერთ დამხმარე არბიტრს ასეთი რამ უთხრა:"ყოველთვის ასე ხდება. თქვენ ყველა უნამუსოები ხართ."-განაცხადა მატჩის მთავარმა მსაჯმა, აიზა გამესმა.
აღნიშნულ ფაქტს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს. შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" შემდეგ ეტაპზე "ვალენსიას დაუპირისპირდება. ამ წყვილში გამარჯვებული კი, "მალაგა"-"ბარსელონას" წყვილიდან გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მადრიდის "რეალისთვის" ესპანელი მცველი დიდი დანაკლისი იქნება.