10:18 AM
რამოსის მატჩისწინა კომენტარი



მოგეხსენებათ დღეს, თბილისის დროით, 22:45 საათზე მადრიდის "რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო დაპირისპირებაში საკუთარ კედლებში დორტმუნდის "ბორუსიას” მიიღებს, რომელმაც პირველ მატჩში "თეთრები” ანგარიშით 4:1 გაანადგურა.

"რევანში გვსურს. პირველმა მატჩმა უსიამოვნო შეგრძნება დაგვიტოვა, მაგრამ გვინდა, რომ ხვალ კარგი თამაში ვაჩვენოთ. ვიცით, რომ გულშემატკივრები მხარს პირველივე წუთიდან დაგვიჭერენ, თუმცა ეს დიდ გავლენას არ იქონიებს, თუ მატჩს საჭირო კონცენტრაციით არ შევხვდებით. დორტმუნდში მომხდარი გავაანალიზეთ და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. გვესმის, რამდენად კარგი გუნდი გაგვიწევს მეტოქეობას”, – განაცხადა "რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა დღევანდელი შეხვედრის მატჩისწინანდელ პრეს-კონფერენციაზე.

ნანახია: 319 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: