10:20 PM რამოსი: “მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია” | |
![]() მოურინიოს წასვლასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის” ლიდერმა სერხიო რამოსმა დააფიქსირა. მოგეხსენებათ, "განსაკუთრებულის” გუნდიდან გათავისუფლებას გარკვეულწილად რამოსსა და კასილასს აბრალებენ. თუმცა ინტერვიუში სერხიომ ნათლად აღნიშნა, რომ პატივს სცემს პორტუგალიელ სპეციალისტს. "მოურინიოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ყველას აქვს უფლება, ისე წარმართოს თავისი ბედი, როგორც უნდა. დღესდღეობით ჟოზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მან იცი საკუთარი საქმე, ამიტომ დიდ პატივს ვცემ. არა მგონია, კლუბი ლიდერებთან უთანხმოების გამო დაეტოვებინა, სულ სხვა მიზეზი უნდა იყოს”, -განაცხადა რამოსმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |