7:38 PM
რამირესის მიზანი ჩემპიონობაა!




ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი ნახევარმცველის აზრით, მისმა გუნდმა დიდი გაკვეთილი მიიღო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, "კორინთიანსთან" მარცხის შემდეგ.

"მე ვიყავი საშინლად იმედგაცრუებული იმის შემდეგ, თუ რა მოხდა იაპონიაში. ჩვენ გვაქვს სხვა მიზნებიც და თუ წაგების შემდეგ ხელებს ზევითკენ აიშვერ, ამას მხოლოდ და მხოლოდ უარესი მოყვება."-აცხადებს რამირესი.

"საჭიროა გავაცნობიეროთ შეცდომები და რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინოთ ძალები "კორინთიანსთან" დამარცხების შემდეგ. ჩვენ გვსურს "პრემიერ ლიგის" მოგება, ასე რომ, არ არსებობს დასაკარგი მომენტი."-განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, გაზეთ Esportiva-სთან მიცემულ ინტერვიუში.

ბოლო მატჩის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, რომელშიც "ჩელსიმ" "ასტონ ვილა" გამანადგურებელი ანგარიშით (8:0) დაამარცხა, ამით მათ სერიოზული განაცხადი გააკეთეს. რამირესმა კი, რვა გოლიდან ორი ბურთის გატანა შეძლო.
 
ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: