9:38 PM რაიოლა მხითარიანის აგენტი გახდა | |
![]() "შახტარის” ფეხბურთელის გენრიხ მხითარიანის საქმეებით ახლა ცნობილი აგენტი მინო რაიოლა დაკავდება. რაიოლა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, მარიო ბალოტელისთან და კიდევ ისეთ ცნობილ ფეხბურთელებთან თანამშრომლობს, როგორებიც პოლ პოგბა, მარკ ვან ბომელი და სხვები არიან. "დიახ, მინო რაიოლა ჩემ აგენტად ითვლება. მასთან ხელშეკრულება დაახლოებით ათი დღის წინ გავაფორმე. ახლა ყველა ჩემი საქმით იგია დაკავებული. მას ვენდობი და დეტალებით ვერ ვისაუბრებ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კლუბები ინტერესდებიან ჩემი გადაბირებით”, – განაცხადა მხითარიანმა sport.news.am-თან საუბრისას. დონეცკის "შახტარი” სომეხ ფეხბურთელს დაახლოებით 40 მილიონ ევროდ აფასებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |