11:14 PM რაიკარდმა “პსჟ” უარით გაისტუმრა | |
![]() პარიზელები მთავარი მწვრთნელის ძიებაში არიან. მათ ჯერ კიდევ ვერ იპოვეს ანჩელოტის შემცვლელი. ერთ-ერთ ვარიანტად ფრანკ რაიკარდი განიხილებოდა, თუმცა ამჟამად უმუშევარმა მწვრთნელმა არ ისურვა საფრანგეთის ჩემპიონის გაწვრთნა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჰოლანდიელის აგენტმა: ” მართლაც ფანტასტიურია "პსჟ”-ს პროექტები, თუმცა ჩემ კლიენტს არ სურს ამჟამად რომელიმე კლუბში მუშაობა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი კლუბი შეთავაზებს მას კონტრაქტს, უბრალოდ მას სურს ნაკრების გაწვრთნა ” რაიკარდი იანვრის მერე უმუშევარია. მას მოგებული აქვს უეფას ჩემპიონთა ლიგა როგორც ფეხბურთელს 1995 წელს და 2006 წელს როგორც "ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |