საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ რაიკაარდმა შესაძლოა "მილანში" მასიმილიანო ალეგრი შეცვალოს, იტყობინება Football Italia.
"როსონერის" ხელმძღვანელობამ ჰოლანდიელი სპეციალისტის აგენტთან მოლაპარაკებების სტადია უკვე წამოიწყო. კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო სავსებით შესაძლებელია ალეგრი "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვონ, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ იტალიელ სპეციალისტს ენდობა.