7:11 PM რაიკაარდი “მილანს” ჩაიბარებს? | |
![]() კლარენს ზეედორფს "როსონერის” მთავარი მწვრთნელობისთვის ბრძოლაში, კონკურენტი გამოუჩნდა. მოგეხსენებათ, ალეგრის მომავალი, უახლოეს ხუთშაბათს გაირკვევა. თუმცა, იტალიური მედია დარწმუნებით იტყობინება, რომ მასიმილიანო თავის ამჟამინდელ თანამდებობას დატოვებს. წყაროზე დაყრდნობით, "მილანმა” შესაძლოა კლუბის თავკაცის პოსტზე, კლარენს ზეედორფი მოიწვიოს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მათი გუნდის ღირსებას იცავდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მას ჯერ კარიერა არ დაუსრულებია და ამჟამად ბრაზილიური "ბოტაფოგოს” შემადგენლობაში ასპარეზობს. როგორც Corriere Dello Sport ვარაუდობს, მილანელთა ახალი დამრიგებელი შესაძლოა ფრანკ რაიკაარდი გახდეს, რომელსაც ამ გუნდში თავისი საფეხბურთო კარიერა ასევე გაუტარებია. ახლა 50 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, როგორც საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელი. მანამდე კი იგი "ბარსელონასა” და თურქულ "გალათასარაიში” მუშაობდა. წყარო: Corriere Dello Sport | |
|
სულ კომენტარები: 0 | |