3:10 PM
რაიკაარდი ალეგრის შეცვლის?

იტალიური კლუბის ყოფილი მოთამაშე შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს მწვრთნელის რანგში.

"მალაგასთან" განცდილი გუშინდელი მარცხი, "როსონერისთვის" მე-6 წაგება გამოდგა ბოლო 11 ოფიციალური შეხვედრიდან. ამიტომაც, მასიმილიანო ალეგრის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

თავად ალეგრი გადადგომას არ აპირებს. "ეს ჩემს სტილში არ არის." - ამბობს ის. თუმცა, სილვიო ბერლუსკონის და ადრიანო გალიანის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

იტალიური არხი 7Gold ირწმუნება, რომ "მილანმა" უკვე შეათანხმა კონტრაქტის დეტალები ფრანკ რაიკაარდთან.

აქამდე რაიკაარდი ჰოლანდიის ნაკრებში, როტერდამის "სპარტაში", "ბარსელონაში", "გალათასარაიში" და საუდის არაბეთის ნაკრებში მუშაობდა მწვრთნელის სტატუსით.
 

წყარო: Football Italia

ნანახია: 289 | დაამატა: RoM@N | ტეგები: რაიკაარდი ალეგრის შეცვლის? | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: