10:40 AM Radio Marte: კავანი “ჩელსიში” 58 მილიონის სანაცვლოდ გადადის | |
![]() კვირა საღამოს, "ნაპოლის” ოფიციალურ რადიომაუწყებელში გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კავანი 58 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ჩელსიში” გადადის. "ძალიან სანდო წყაროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ჩელსი” "ნაპოლის” ტრანსფერზე უკვე მოელაპარაკა. კავანის სანაცვლოდ ლონდონელები 58 მილიონ ევროს იხდიან”, – ასეთი რამ ითქვა Radio Marte-ეს ეთერში. "ფეხბურთელი სეზონში 8.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ამას საიმიჯო უფლებებისთვის განკუთვნილი ბონუსები დაემატება”. თუ ეს ინფორმაცია მართალია, გამოდის, რომ "ჩელსიმ” ბრძოლა "რეალს”, "მანჩესტერ სიტის” და "პსჟ”-ს მოუგო. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |