ტურინის "იუვენტუსი", "რომას" დამარცხების შემდეგ სერია A-ში ლიდერია. ყოველივე ამის გამო გუნდის თავდამსხმელი ალესანდრო მატრი ძალიან გახარებულია. მას ჟურნალისტები შეხვდნენ და მოკლე ინერვიუ ჩამოართვეს.
- სახეზე დიდი სიხარული გაწერიათ...
- "მართალი ბრძანდებით, ერთი, რომ "რომასთან" ასეთი გამანადგურებელი მოგებაა გასახარებელი და ბოლოს და ბოლოს გოლი გავიტანე, თანაც ძალიან საჭირო".
- რამდენი ხანია, ეს სიამოვნება არ განგიცდიათ?
- "25 თებერვლის შემდეგ. ეს "სან სიროზე" იყო. ისე, რა გასაკვირია, თითქმის არ მიწევდა თამაში და რას გავიტანდი"?
- ხშირად წერდნენ, რომ ამის გამო "იუვენტუსის" დატოვებასაც აპირებდით...
- "რას ამბობთ, "იუვედან" კაცი სადმე გადავა? მაგრამ თუ არ გათამაშეს, მაშინ სხვა რა გზა გრჩება?
- ანტონიო კონტეზე ნაწყენი ხართ?
- "მთავარ მწვრთნელზე ნაწყენი ნამდვილად ვერ ვიქნები. მისიც მესმის, როდესაც გუნდში მირკო ვუჩინიჩი, ფაბიო კვალიარელა და სებასტიან ჯოვინკო გყავს, თანაც სამივე კარგ ფორმაში მყოფი, ძნელია, იქ მეოთხე თავდამსხმელი დაამატო, თუმცა შეიძლებოდა ჩემთვის შანსის უფრო ხშირად მოცემა, მაგრამ ეს მისი კომპეტენციაა და ისიც ნუ დაგავიწყდება, რომ გუნდის შედეგზე რეალურად პასუხს მხოლოდ მთავარი მწვრთნელი აგებს".
- ამ სეზონში მეორედ დაგაყენეს სასტარტოში და გაამართლეთ კიდეც...
- "უეჭველად, ძალიან კარგად ვთამაშობდი, პარტნიორებთან და დავამტკიცე, რომ ძირითადში სათამაშოდ მზად ვარ. რაც შეეხება გოლს, მასში დიდი წვლილი არტურო ვიდალს მიუძღვის, რომელმაც ძალიან კარგი პასი დროულად მომცა".
- "იუვენტუსი" იანვარში კიდევ ერთი უმაღლესი დონის ფორვარდის შეძენას გეგმავს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის შემდეგ თვენი შანსები ძალიან შემცირდება?
- "არა მგონია, მთავარია, ფორმაში ვიყო, თორემ რაც შემიძლია, კონტემაც იცის და გუნდის სხვა ხელმძღვანელებმაც. ნუ გავიწდებათ, რომ ახლა სამ ფრონტზე ერთდროულად ვიბრძვით და შემადგენლობის როტაცია აუცილებელი იქნება. გამომდინარე აქედან, უიმედოდ სულაც არ ვარ".

წყარო: www.juventus.com