მადრიდის რეალი XX საუკუნის საუკეთესო კლუბია, სადაც ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელები და მწვრთნელები ასპარეზობდნენ. ასეა ახლაც, გუნდს სათავეში უდგას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომლის განკარგულებაშიცაა უმაღლესი კლასის ფეხბურთელები, თუმცა 17 ტურის შემდეგ მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ 33 ქულა აქვთ და მათთვის არასასურველ მესამე პოზიციაზე იმყოფებიან, თან აღსანიშნავია, რომ ლიდერთან, კატალონიის ბარსელონასთან სხვაობა 16 ქულას წარმოადგენს, რაც ფაქტიურად უკვე ნიშნავს რეალის ნულოვან შესაძლებლობას მიმდინარე ჩემპიონატში გასამარჯვებლად.
კი მაგრამ რა ხდება? რაშია საქმე? სხვა თუ არაფერი 4 მარცხი და 3 ფრე მხოლოდ ლა ლიგის 17 ტურში უნდა გვაფიქრებდეს იმაზე, რომ რაღაც ისე ვერაა და საჭიროებს ძირფესვიანად სიტუაციის შესწავლას. მოურინიო, რომ უდიდესი მწვრთნელია მაგაზე საუბარიც კი ზედმეტია, მაგრამ პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს მადრიდის რეალი და მისი ისტორია, ის ადამიანები, რომლებმაც გახადეს ეს კლუბი ასეთი დიადი. რაულის და გუტის შემთხვევა უკვე თითქმის მინელდა, მაგრამ რა იყო გუშინ კასილიასის სათადარიგოთა სკამზე დასმა ასეთ მნიშვნელოვან მატჩში?

გუნდთან, რომელიც მიმდინარე წლის აღმოჩენად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ, შედეგიც სახეზეა- 3:2 მალაგას სასარგებლოდ რეალის წინააღმდეგ! კასილიასი, მხოლოდ რეალის ნომერ პირველი მეკარე არაა, ის სულით და ხორცით მადრიდისტაა, ნამდვილი რეალელი, დაბადებული და გაზრდილი მადრიდულად. მისი ყოფნა მოედანზე თუნდაც ის ვერ იყოს საუკეთესო ფორმაში გუნდის თითოეული წევრისთვის არის სტიმული, ის არის მაგალითი თავისი ბრძოლისუნარიანობითა და სულისკვეთებით ყოველი ფეხბურთელისათვის და ბოლოს ის არის რეალის ლიდერი და კაპიტანი, ადამიანი, რომელსაც თეთრებში გამოწყობილი 11 ფეხბურთელი გამოჰყავს მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისათვის.

არ ვიცი რა ახსნა უნდა მოუძებნო მოურინიოს საქციელს, ჩემი აზრით მას უბრალოდ სურდა თავისი გავლენის ხაზგასმა მადრიდში,მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ის, ეს არ არის ის გუნდი სადაც ვინმეს ამდენ რამეს ადვილად უთმობენ, ის ცეცხლს ეთამაშება და თუ რაულის თემა მინელდა, თუ სიტისთან რამოსის არ დაყენება არაა აქტუალური, თუ გუტი აღარ გვახსოვს, თუ კაკას უთამაშებლობას არ მივაქცევთ ყურადღებას, კასილიასზე უკვე აღარ იმოქმედებს მადრიდის რეალის უმოქმედობა, რეალიდან თვით ვისენტე დელ ბოსკე, 2 გზის ლიგის მომგები იქნა გაშვებული და არც მოუს წასვლით დაკარგავს კლუბი თავის სიდიადეს და მოწოდების სიმაღლეზე მაინც დარჩება! კასილიასი გუნდის ლიდერია და იმის თქმა, რომ თურმე ანტონიო ადანი მასზე უკეთესია, უბრალოდ უდიდესი სიცრუე და ცინიზმია.

რეალის ფანები ეგუებიან 16 ქულიან სხვაობას და საერთოდ ლა ლიგის მოგებაზე აღარც ოცნებობენ, მაგრამ თუ რეალი წელს ლიგას ვერ დაეუფლება, მაშინ 100% შემიძლია გითხრათ მაურინიოს უკანასკნელი სეზონი იქნება 2012/2013 წლების სეზონი მადრიდის რეალის მწვრთნელის რანგში! ბევრი იწერებოდა და საუბრობდნენ მის შესაძლო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე, მის სახელს პსჟ-საც ხშირად უკავშირებდნენ, მაგრამ რეალის პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ მოურინიო მის მფლობელობაშია და არ აპირებს მის გაშვებას არცერთ კლუბში, თუმცა მალაგასთანმატჩში კასილიასის უთამაშებლობის გამო შეიძლება მან თავისი აზრი შეიცვალოს, რადგან მოურინიო კასილიას კი არ დაუპუირისპირდა და მის წინააღმდეგ კი არ წასულა, არამედ ის თვით სამეფო კლუბს, მადრიდის რეალს დაუპირისპირდა, რადგან კასილიასი თავად წარმოადგენს მადრიდის რეალს და მის სახელს მსოფლიო მასშტაბით, ეს ცხადზე ცხადია და უნდა ახსოვდეს მის მთავარ მწვრთნელს.