8:52 PM
ფრანგული პრესა: “პსჟ” ბლანს შეუთანხმდა


საფრანგეთში დარწმუნებულნი არიან, რომ "პარი სენ ჟერმენში” კარლო ანჩელოტის ლორან ბლანი შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ, დიდი ალბათობით, "პსჟ”-ს ამჟამინდელი თავკაცი კარიერას "რეალში” გააგრძელებს, სადაც ჟოზე მოურინიოს შეცვლის. იტალიელის ადგილის დაკავების მთავარ პრეტენდენტად კი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექს-ხელმძღვანელს ლორან ბლანს მიიჩნევენ.

"პსჟ”-ს მხრიდან ინტერესი მახარებს. იქ მუშაობა ძალიან საინტერესო იქნებოდა”.

"მომდევნო სეზონში აქტიურად მუშაობას ვგეგმავ, საფრანგეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის კარგი გუნდის თავკაცი მინდა რომ გავხდე. ფეხბურთელების გაწვრთნა მსურს და ამას აუცილებლად გავაკეთებ”, – განაცხადა ლორან ბლანმა RTL-სთან ინტერვიუში.

ამავდროულად, წამყვანი ფრანგული გამოცემები იუწყებიან, რომ ლორან ბლანმა "პსჟ”-სთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. იმ შემთხვევაში, თუ კარლო ანჩელოტი საფრანგეთის ჩემპიონს დატოვებს, მაშინ მის ადგილზე უმალვე ბლანს დანიშნავენ.

წყარო: Le Figaro,Le Parisien,RTL.de,Le 10 Sport

ნანახია: 340 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: