4:05 PM ფონტასი: "ბარსელონასთან" შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული იქნება" | |
"ბარსელონაში" გატარებული 5 წლის შემდეგ, ამჟამად "მალიორკაში" მყოფი ანდრეუ ფონტასი კვლავ შეხვდება თავის ყოფილ თანაგუნდელებს. "ჩემთვის ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება, რადგან მე ძალიან ბევრი გადავიტანე იქ" - განუცხადა ფეხბურთელმა ADN Barça და Baça TV-ს.
ფონტასს, რომელიც "მალიორკას" 15 ოქტომბერს შეუერთდა, უკვე საკმარისი დრო ჰქონდა ენახა ტაქტიკური განსხვავება ამ ორ გუნდს შორის. "ბარსა" სრულიად განსხვავებულია: "იქ მე მთხოვდნენ იმას, რასაც აქ არ მთხოვენ, მე იშვიათად ვთამაშობ ნახევარმცველის პოზიციაზე, სადაც სიამოვნებას მანიჭებდა "ბარსა ბ"-ში თამაში. მე მშვენივრად მიმიღეს მალიორკაში. აქ ადაპტაციაც კარგად გავიარე. "მალიორკა" ის გუნდია, სადაც მცველებს არ სჭირდებათ ითამაშონ ისეთი დამახასიათებელი ფეხბურთი, როგორიც "ბარსაში"." - განაცხადა ფონტასმა, რომელიც ჯერ კიდევ "ბარსელონას" კუთვნილებაშია.
ზედიზედ 5 მარცხი
ფონტასი კარგად აცნობიერებს, რომ კაპაროსის გუნდს ძალიან რთული კალენდარი აქვს: "ჩვენ უკმაყოფილონი ვართ ჩვენი სერიით (ზედიზედ 5 მარცხით), მაგრამ ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ. მადრიდელებთან მატჩში ჩვენ არ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე, რაც შეეხება "დეპორტივოსთან" განცდილ მარცხს, სრული უსამართლობა იყო. ბურთი კარში არ შედიოდა."
მცველს უდიდესი სურვილი აქვს დაუღალავი შრომის : "ვარჯიში კაპაროსის ხელმძღვანელობით - ჩემთვის პრივილეგიაა. მე მინდა დავიმსახურო სათამაშო დრო და კვლავ ავკრიფო კარგი ფორმა ტრავმის შემდეგ. მე ვფიქრობ ჩემი თამაშის გამოსწორებაზე მომავალში." - დაასრულა ფონტასმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |