8:36 PM
ფლორენტინო პერესი: “ახალი სტადიონი 300-400 მილიონი დაჯდება



მადრიდის "რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რამდენიმე აქტუალურ შეკითხვას პასუხი გასცა.

იოზილის გაყიდვის შესახებ: "ფეხბურთელმა წასვლა კლუბს სთხოვა. ასეთ სიტუაციაში უკმაყოფილოები არ უნდა ვიყოთ”.

ახალი სტადიონის შესახებ: "ახალი სტადიონი 300-400 მილიონი დაჯდება. მომდევნო კვირების განავმლობაში საუკეთესო პროექტს ავარჩევთ”.

ბეილის ტრანსფერის გამო კრედიტის აღების შესახებ: "ბეილის ტრანსფერის განსახორციელებლად კრედიტი არც Bankia-დან და არც რომელიმე სხვა ბანკიდან არ დაგვჭირვებია”.

მოურინიოს შესახებ: "ძალიან ძლიერი უნდა იყო იმ სიტუაციის დასამარცხებლად, რომელიც ხელს "ბარსელონას” აძლევს და მოურინიომ ეს მოახერხა. მან ძალიან დაგვეხმარა. მისი ხელმძღვანელობით დიდი ნახტომი გავაკეთეთ, პირველ რიგში, ევროპაში. ჟოზე ძალიან მომწონს. პორტუგალიელმა ჩვენს კლუბს ბევრი რამ მისცა”.

ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: