8:57 PM ფლამინი “მილანს” დატოვებს | |
![]() ნახევარმცველს ახალი კლუბის ძებნა მოუწევს. მოგეხსენებათ, ფრანგ ნახევარმცველს "როსონერისთან” კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება. ვარაუდობდნენ, რომ გუშინ ფეხბურთელის წარმომადგენელი და კლუბის ხელმძღვანელობა ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავდნენ, თუმცა ყველაფერი წარუმატებლად დასრულდა. უთანხმოების მიზეზი სახელფასო პირობებია. ფეხბურთელს წელიწადში "სუფთა” ხუთი მილიონი ევროს მიღება სურდა, კლუბი კი მზად იყო მისთვის მხოლოდ 3,6 მილიონი შეეთავაზებინა. ცნობისთვის, ფლამინი "მილანს” 2008-წელს შეუერთდა, თუმცა იტალიური გრანდის მიერ მასზე დამყარებული იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა. წყარო: Sky Sport Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |