11:17 PM “ფიორენტინას” ხაბი ალონსო სჭირდება | |
"რეალის” ნახევარმცველის მომავალი ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია. ადრე პრესა ხაბი ალონსოს სახელს იტალიას უკვე უკავშირებდა, სადაც მისი ხელში ჩაგდებით ტურინის "იუვენტუსი” ინტერესდებოდა. უკვე დღეს კი, მასმედია იუწყება, რომ ესპანელი სერია ა-ს სხვა წარმომადგენლის, "ფიორენტინას” ინტერესთა სფეროში მოექცა. მიუხედავად ამისა, "იები” "ფურია როხას” ნახევარმცველის გადაბირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ალონსო მომდევნო ზაფხულს თავისუფალ აგენტთა ბაზარზე გავა. გარდა "ფიორენტინასა” და "იუვენტუსისა”, ფეხბურთელის შეძენით "ლივერპულიცაა” დაინტერესებული. შეგახსენებთ, ამ ზაფხულს ფლორენციელებმა მარიო გომესი ("ბაიერნი”) და ხოაკინ სანჩესი ("მალაგა”) უკვე დაიმატეს. წყარო: Cadena Ser | |
|
სულ კომენტარები: 0 | |