7:26 PM
“ფიორენტინა” მარიკასა და როკიზე ფიქრობს



"იებმა”, თავდასხმის ხაზში მარიო გომესის ტრავმით გამოწვეული გაჩენილი პრობლემები სწრაფად უნდა გადაჭრან.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ვარსკვლავმა ტრავმა "კალიარის” (1:1) წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში მიიღო, და, დიდი ალბათობით, ბომბარდირს ოთხი კვირის უქმობა მოუწევს.

ცნობილი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მაციო თავისი ოფიციალური საიტის საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფლორენციაში ერთ-ერთი თავისუფალი აგენტის დამატებაზე ფიქრობენ.

საუბარია ჩიპრიან მარიკასა და ტომაზო როკიზე. რაც შეეხება რუმინელს, გეტყვით, რომ ფეხბურთელმა ბოლო ორი სეზონი "შალკეს” შემადგენლობაში გაატარა, სადაც ხუთი გოლი გაიტანა, მაგრამ, ამ ზაფხულს, გელზერკირხენელებთან მოქმედი კონტრაქტი ამოეწურა და უკლუბოდ დარჩა.

მარიკას მსგავსად, 35-წლის როკიმაც ამ ზაფხულს დატოვა "ინტერი”, რომელიც ახლაც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ვეტერანის ანგარიშზე, "ნერაძურის” მაისურით ჩატარებული 13 მატჩი და სამი გოლია.

წყარო: Gianluca Di Marzio

ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: