9:33 PM
“ფიორენტინაში” იოვეტიჩი შესაძლოა ტორესმა შეცვალოს




ესპანელი უახლოს სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსის” დატოვების შანსს ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ 2011-წლის იანვრის თვეში "არისტოკრატებმა” "ლივერპულის” ბომბარდირი 50 მილიონ ფუნტად შეიძინეს, თუმცა ლონდონში ფერნანდომ ლიდერად ჩამოყალიბება ვერ მოახერხა და ფორმიდან ამოვარდა. "ელ ნინიოს” პერსპექტივები "ჩელსიში” უფრო და უფრო საეჭვო ხდება, იმის გათვალისწინებით, რომ კლუბის ხელმძღვანელობა უახლოს მომავალში ორი ახალი ფორვარდის შეძენას გეგმავს.

იტყობინებიან, რომ "ფიორენტინა” მზადაა ტორესი შეიძინოს, რომელმაც შესაძლოა ჩერნოგორიელი სტევან იოვეტიჩი შეცვალოს. "იები” თავიანთი ლიდერის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, რომლის გადაბირებითაც ლონდონის "არსენალი”, "მანჩესტერ სიტი” და რამოდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული.



ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: