7:20 PM “ფიორენტინას” პისაროს პარკერში გაცვლა სურს | |
![]() "იებს” გამოცდილი ინგლისელი ნახევარმცველი მოუნდათ. ზაფხულში, "ტოტენჰემი” 33-წლის ნახევარმცველ სკოტ პარკერთან განშორებას გეგმავს, და ფეხბურთელი ტრანსფერზე უკვე დააყენა. იმ ფეხბურთელის შეძენის ფავორიტი, რომელსაც "დეზები” ოთხ მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებენ, "სანდერლენდია”, თუმცა "ფიორენტინა” მზადაა პარკერისათვის ბრძოლაში ნებისმიერს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს და "ტოტენჰემს” სკოტის ჩილელ ნახევარმცველ დავიდ პისაროში გაცვლა შესთავაზოს. ამ უკანასკნელმა, ცოტა ხნის წინ, "იების” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მომდევნო სეზონის დაწყებამდე სამუშაო ადგილის შეცვლა სურს, "ფიორენტინა” კი რამოდენიმე ვარიანტს უკვე განიხილავს იმისათვის, რათა ფეხბურთელის სურვილიც დააკმაყოფილოს და თავადაც მიიღოს სარგებელი. ცნობისთვის, პისაროს "ნისლიან ალბიონზე” ასპარეზობის გამოცდილება უკვე გააჩნია. მოგეხსენებათ, 33-წლის ცენტრალური ნახევარმცველი "მანჩესტერ სიტის” ღირსებას არენდის წესით იცავდა. წყარო: Tuttomercatoweb | |
|
სულ კომენტარები: 0 | |