8:12 PM “ფიორენტინამ” “ლევანტეს” გოლკიპერი გაიფორმა | |
![]() მომდევნო სეზონიდან, გუსტავო მუნუა "იების” შემადგენლობაში იასპარეზებს. იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, დაადასტურა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გოლკიპერმა "ფიორენტინასთან” კონტრაქტს ხელი 2015 წლამდე მოაწერა. მუნუას "ლევანტესთან” ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურებოდა. ამიტომაც, იტალიელებმა სწრაფად გადაწყვიტეს, ურუგვაის ეროვნული ნაკრების მოთამაშე, თავისუფალი აგენტის სტატუსით, თავისთან უფასოდ გადაებირებინათ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში, გუსტავომ ესპანელთა რიგებში 29 მატჩის ჩატარება მოასწრო და 47 ბურთი გაუშვა. წყარო: AC Fiorentina | |
|
სულ კომენტარები: 0 | |