9:04 PM “ფიორენტინა” პისაროს და პასკუალს ახალ კონტრაქტებს უმზადებს | |
![]() ფლორენციელებმა გუნდის რამოდენიმე შემსრულებელთან თანამშრომლობის გახანგრძლივება გადაწყვიტეს. იტალიური პრესა იუწყება, რომ, სატრანსფერო კამპანიის დასრულების შემდეგ, "ფიორენტინა” რამოდენიმე ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებულ სამუშაოს შეუდგა. სიაში პირველები მცველი მანუელ პასკუალი და პლეიმეიკერი დავიდ პისარო არიან. ორივე მათგანი მომავალ ზაფხულს შესაძლებელია თავისუფალ აგენტებად იქცნენ, მაგრამ, "იები” მცველს თანამშრომლობის 2016-წლამდე გახანგრძლივებას შესთავაზებენ, როდესაც პისარო შეიძლება ფლორენციაში კიდევ ერთი წლით დარჩეს. ცნობისთვის, ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ, პისარო სამუშაო ადგილის შეცვლის სურვილს გამოთქვამდა, მაგრამ, ტრავმამ, რომელიც ჩილელმა თავისი ნაციონალური ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას მიიღო, რის გამოც დიდი ხნის გამოტოვება მოუწია, მისი სხვა კლუბში ტრანსფერი ჩაშალა. წყარო: La Reppublica | |
|
სულ კომენტარები: 0 | |