6:15 PM
"ფიორენტინა" მონტელას გაუხანგრძლივებს



როგორც ჩანს, ფლორენციული კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის მიერ მიღწეული შედეგებით ვინჩენცო მონტელას თავკაცობით კმაყოფილია.

იტალიური პრესა იტყობინება, რომ "ფიორენტინა" უახლოეს დროში ვინჩენცო მონტელასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

მიმდინარე შეთანხმების თანახმად, "რომასა" და "კატანიას" ექს-მთავარ მწვრთნელს ფლორენციელებთან 2014-წელს ეწურება, რომლის გახანგრძლივებასაც კლუბის ხელმძღვანელობა კიდევ ერთი წლით აპირებს.

იტყობინებიან, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად "ფიორენტინა" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება 35 ქულით.
 
ნანახია: 286 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: