ფლორენციელებმა შესაძლოა სენსაციური ტრანსფერი განახორციელონ.
იტალიურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს დროში "ფიორენტინა" "ვილიარეალის" თავდამსხმელს ჯუზეპე როსის გაიფორმებს, რომელმაც გასული სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა და მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია.
მიუხედავად იმისა, რომ 25-წლის თავდამსხმელმა მუხლზე ოპერაცია გასული წლის ოქტომბერში გაიკეთა, ჯერ კიდევ ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას. ვარაუდობენ, რომ იგი მატჩის ჩატარებას მარტის შუა რიცხვებში შეძლებს. "იები" მზად არიან იტალიის ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. "ფიორენტინას" ხელმძღვანელობა კი მზადაა ამ თანხას ბონუსის სახით კიდევ 6 მილიონი ევრო დაუმატონ, თუ თავდამსხმელი იტალიაში წარმატებით იასპარეზებს.
იტყობინებიან, რომ კვირას როსი ფლორენციაში ჩაფრინდება იმის გამო, რომ "ფიორენტინას" "პესკარასთან" მატჩს თვალყური ადევნოს და თუ კლუბებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, მაშინ თავდამსხმელი კონტრაქტსაც გააფორმებს.