10:25 AM
ფინკი: “ჩვენი მიზანი-ევროპაში შეღწევა”



"ჰამბურგის” მთავარმა მწვრთნელმა, ტორსტენ ფინკმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ევროსარბიელზე ასპარეზობას შესძლებს.

"ჰამბურგი”, ბუნდესლიგის დასრულებიდან სამი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს, მაგრამ მე-5 ადგილოსანს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

"ჰამბურგმა” გადამწყვეტ მატჩში, რომელიც ამ კვირას "შალკესთან” წააგო(4-1), საქმე გაირთულა და გელზენკენხერულმა კლუბმა მათ ხუთი ქულით გაუსწრეს.

"ჩვენი მიზანია დარჩენილ სამ მატჩში ცხრა ქულა მოვიპოვოთ”-განაცხადა ფინკმა Hamburger Morgenpost-თან მიცემულ ინტერვიუში.

"თუ ჩვენ ამას მართლა 100%-ით შევძლებთ და ვოლფსბურგს დავამარცხებთ, აუცილებლად გავალთ ევროპა ლიგაზე”.

"ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ გავაოცოთ პუბლიკა და გავიდეთ ევროსარბიელზე. ჩემი ბიჭები ვულფბსურგთან მომდევნო მატჩს დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან”-დასძინა ტორსტენ ფინკმა.

ნანახია: 316 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: