10:12 AM ფინეთმა მინიმალური სხვაობით მოგვიგო | |
![]() ცოტა ხნის წინ დასრულდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის. ჩვენმა ნაკრებმა საბოლოოდ დაკარგა მესამე ადგილზე გასვლის შანსი. საფრანგეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ დღევანდელ დღეს ყველა იმედიანად შეჰყურებდა, თუმცა მოლოდინი არ გაგვიმართლდა. ქართველებმა მასპინძლის სტატუსი ვერ გამოიყენეს. გარდა მომენტების ნაკლებობისა, ვერც იმას ვიტყვით რომ შეხვედრა ჩვენების უპირატესობით მიმდინარეობდა. 74-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობისას ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა დავით თარგამაძეს, რის გამოც პენალტი დაინიშნა საქართველოს კარში. ერემენკომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და სტუმრები დაწინაურდნენ. ამის შემდეგ, დაახლოებით ორიოდე წუთში ჩვენს ნაკრებს კაპიტანი გაუძევეს და კაცნაკლულნიც დავრჩით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |