6:09 PM
ფერნდინანდით შვიდი კლუბი დაინტერესდა



"მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა მთელი მსოფლიოს გუნდების ყურადღება მიიპყრო.

როგორც The Sun იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის” მცველის რიო ფერდინანდის შეძენით ერთდროულად რამოდენიმე კლუბი დაინტერესდა. ამ კლუბებიდან ორი ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს, ორიც – რუსეთში. გარდა ამისა, მცველის გადაბირება თურქულ "გალათასარაის”, "მონაკოსა”, რომელიც ლიგა 1-ში ბრუნდება, და ბრაზილიურ "ფლამენგოსაც” სურს. შეგახსენებთ, რომ "გალათასარაი” ჯონ ტერითაც ინტერესდება, თუმცა სტამბულელებისთვის პრიორიტეტული ვარიანტი მაინც ფერდინანდის ტრანსფერია.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ფერდინანდს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. "ემიუს” ამჟამინდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა კი მასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოტლანდიელის შემცვლელი დევიდ მოიესიც ასე ფიქრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ კლუბში ფერდინანდმა შესაძლოა უფრო მეტი გამოიმუშავოს, ვიდრე "ემიუში” – დაახლოებით ათი მილიონი ფუნტი წელიწადში. თუმცა, ამ შემთხვევაში ფერდინანდისათვის ფული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის მთავარი ფაქტორი არაა.

ნანახია: 301 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: