12:09 PM ფერნანდინიო მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გადის | |
![]() ბრაზილიელი "მანჩესტერ სიტიში” გადაბარგებასთან ახლოსაა. დღეს, "შახტარის” 28-წლის ნახევარმცველი ფერნანდინიო მანჩესტერში კლინიკა ბრიჯუოტერში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა. თუ ექიმები თანხმობას განაცხადებენ, მაშინ ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტს გააფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, "შახტარი” ინგლისურ კლუბთან და ფეხბურთელთან, რომელიც ღიად გამოხატავდა დონეცკის დატოვების სურვილს, დათმობაზე წავიდა და მის გაშვებას იმ თანხაზე 15 მილიონი ფუნტით ნაკლებად დათანხმდა, ვიდრე მისი გამოსასყიდი თანხა შეადგენს. კიდევ 5 მილიონი "შახტარმა” შესაძლოა ყველა შესაძლებელი ბონუსის სახით მიიღოს. ვარაუდობენ, რომ ბრაზილიელი ახალ კლუბში ხელფასის სახით კვირაში ასი ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |